2011 წლის 15 - 27 ივლისი, საკონცერტო ტურნე საფრანგეთში:
15.07.2011 - კონცერტი ბურჟის კათედრალში
16.07.2011 - კონცერტი ევო-ლე-ბენის ეკლესიაში
17.07.2011 - კონცერტი პონტინის სააბატოში
22.07.2011 - კონცერტი ტორონეს სააბატოში
24.07.2011 - კონცერტი სილვანესის სააბატოში
27.07.2011 - კონცერტი ორჯელის ეკლესიაში
2011 წლის 8 თებერვალი - კონცერტი ლონდონში, დარბაზი St. John's, Smith Square .
2010 წლის 15 დეკემბერი - "ბასიანის" სოლო კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა ტრადიციული საახალწლო მუსიკალური ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
2010 წლის 13 - 14 აგვისტო - ნიუ-იორკის Lincoln Center - ში, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის Mostly Mozart Festival პროგრამიდან ორი საღამო დაეთმო კონცერტს, სახელწოდებით “ბახი და მრავალხმიანობები”, სადაც, პირველად ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიაში, ბახისა და სხვა საგუნდო კომპოზიტორთა შედევრებს შორის აჟღერდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა ანსამბლ ბასიანის შესრულებით. ამ მოვლენას ფართო გამოხმაურება მოჰყვა ნიუ-იორკ ტაიმსსა და ვოლსთრით ჟურნალში.
2009 წლის ივნისი - მუსიკალური ფესტივალი პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე. ალდებურგის მუსიკალური ფესტივალი, ინგლისი.
2004-2009 წლები - საკონცერტო ტურნეები საფრანგეთში, შვეიცარიაში, ტუნისში, თურქეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში.
2008 წლის ნოემბერი - ლისაბონი, გულბეკიანის სახელობის საკონცერტო დარბაზი. კონცერტი გამოჩენილ ქართველ პიანისტ, ალექსანდრე თორაძესთან ერთად, სადაც ბასიანი გამოდის უცხოელი მაყურებლის წინაშე, როგორც ქართული ეროვნული სასიმღერო კულტურის წარმდგენი.
2008 წლის ივნისი - ქართული კულტურის დღეები მადრიდში. აღნიშნული გასტროლისათვის მზადების პერიოდში ანსამბლმა მჭიდროდ ითანამშრომლა გამოჩენილ ფრანგ და ესპანელ ეთნომუსიკოლოგებთან, სიმჰა არომსა და პოლო ვალეხოსთან. მეცნიერებმა საკუთარი კვლევა ქართულ მრავალხმიანობაზე “ბასიანის” ცოცხალი ილუსტრირების მეშვეობით წარმოადგინეს. თანამშრომლობა დღესაც გრძელდება.
2007 წლის აგვისტო, ლიტვა – საერთაშურისო ფესტივალი “Pazaislis” კონცერტები ვილნიუსში, კაუნასში, პალანგაში, კლაიპედასა და სხვა ქალაქებში.
2005 წლის ივლისი - კიევი, საერთაშორისო ფესტივალი “Kraina Mriy”
2003 წლის ივნისი - ვილნიუსი, იუნესკოს მიერ გამართული კონფერენცია და კონცერტი “კულტურათა შორის დიალოგი, კავკასია”.
2003 წლის თებერვალი - საკონცერტო მოგზაურობა კვიპროსზე.